კომპიუტერული თამაშები - კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები

კომპიუტერული თამაშები დღეს დღეობით ერთ ერთი ყვეალზე დიდი და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრია არის. სულ რაღაც 20 ან 25 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ციფრული გართობის საშუალებები ჩაძირავდნენ მყარ ინდუსტრიებს რომლებიც იმ დროინდელი გართობის სამყაროს გიგანტები იყვნენ. თუმცა კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ და ინტერნეტის გავრცელებამ კომპიუტერული თამაშები დღევანდელ დღეს ერდ ერთ ყველაზე დიდ და სასურველ პროდუქტად აქცია. კომპიუტერული თამაშები გვხვდება როგორც ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე მობილურებზე (მობილური თამაშები) და სპეციალურ სათამაშო კომპიუტერებზე, რომლებსაც კონსოლები ქვია (კონსოლის თამაშები). ჩვენს საიტზე თქვენ იხილავთ ყველაფერს რაც შეეხება კომპიუტერულ თამაშებს. ჩვენთან განხილული იქნება სხვა და სხვა კონსოლის თამაშები, მობილური თამაშები და ჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშები.

ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად დავამატოთ ახალი ინფორმაცია, თამაშის განხილვები, მწარმოებლების და პლატფორმების სიახლეები ისევე როგორც ძველი თამაშების და კლასიკის მოგონებებს.

დღესდღეობით სათამაშო პლატფორმებიდან ლიდერობს პრესონალური კომპიუტერი, კერძოდ კი ვინდოუსის პლატფორმა. მაკინტოშისა და ლინუქსის პლატფორმებზე, ყველაზე პოპულარული და ცნობილი თამაშების ხილვა ხშირად შესაძლებელი ხდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც აკეთებს ვინდოუსის პლატფორმის ემულაციას. ბოლო დროს ასევე ძალიან პოპულარული გახდა ანდროიდისა და ეფლის ბაზებზე როგორც მცირე გასართობი ასევე საკმაოდ რთული და გრაფიკულად დახვეწილი თამაშების თამაში. ორივე მობილური პლატფორმა გამოირჩევა ძლიერი გრაფიკული და აუდიო შესაძლებლობებით და ხშირად თამაშები ორივე პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი. კონსოლის თამაშები თავისებური ხასიათით გამოირჩევა. ბევრი კონსოლი გამოირჩევა ახლებური მართვის და თამაშის ტექნოლოგიით, მაგალითად ნინტენდო ვიი და ექსბოქსის კინექტი, ტრაიციული ჯოისტიკისგან გასხვავებით მომხმარებლისგან ითხოვენ რალური მოძრაობების შესრულებას. ეს ამ კონსოლებს საინტერესოს ხდის მომხმარებლების დიდი აუდიტორიისთვის და თამაშს სოციალურსაც კი ხდის.

საბოლოო ჯამში, რომელი ტიპის თამაშის მომხმარებელიც არ უნდა იყოთ, ალბათ დაგვეთანხმებით რომ კომპიუტერული თამაშები დღეს დღეობით ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თამაშობთ მარტივ თამაშს თქვენს მობილურზე, ტრანსპორტში მგზავრობის დროს თუ მეგობრებთან ერთად თვების განმავლობაში იზრდებით ინტერნეტ ონლაინ თამაშში, ჩვენი ვებსაიტი შეეცდება თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას, სტატიების, განხილვების და სიახლეების სახით. მადლობა რომ გვეწვიეთ!

მონსტრების თამაში - ეფლის თამაში მონსტრები ყველა ასაკის მოთამაშისათვის! თამაში ”მონსტრები” საათობით გართობას და საყვარელ პერსონაჟებს გჩუქნით

ეფლის თამაში პიქსელების სიზმარი

პიქსელების სიზმარი - ეფლის თამაში პიქსელების სიზმარი არის ტეტრისის არაჩვეულებრივი ვერსია. თამაში პიქსელების სიზმარი ყველა ასაკის მოთამაშეს მოეწონება
თამაში Angry Birds - ბრაზიანი ჩიტები და მათი რისხვა! Angry Birds თამაში არის ერთ ერი ყველაზე პოპულარული თამაში ანდროიდზე, წაიკითხე მეტი ჩვენს სტატიაში
ნავიგაცია

ვინდოუსის ნარდი

ვინდოუსის ნარდი არის ვირტუალური ნარდის თამაში მსოფლიოს გარშემო სხვა მოთამაშეებთან. თუ გიყვარს ნარდი წაიკითხე ჩვენი სტატია და გაიგე მეტი ამის შესახებ

რეკლამა